"რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი იცით? ზურგზეც მომიკიდებია"
12/11/2021 11:18:41 პოლიტიკა
"რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი იცით? ზურგზეც მომიკიდებია, ზოგჯერ ხუთ კაცს აგვიყვანია უხერხული პოზით, მთავარი იყო, რომ ის ადამიანი ადგილზე მიგვეყვანა, რომ გვეშველა", - ასე ეხმიანება დეპუტატი „ქართული ოცნებიდან", ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ექიმი ლადო კახაძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანის კადრებს.
როგორც მან „ჯორჯიან ტაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, „პაციენტი თუ საჭიროებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაყვანას, და თუ ეს ყველაფერი არის სასწრაფო, მაშინ გასაგებია“.
"პრეზიდენტი მაშინ არის ღირსეული, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისგან არაფრით არ განსხვავდება და არ იკადრებს მოქალაქეზე ზევით დადგომას ან ზემოდან ყურებას. პრეზიდენტი რომ იტყვის, ჩემი გულისათვის, შეიკრიბეთო, გამათავისუფლეთო, რომ იტყვის სახელმწიფო ჩემთან დამნაშავეაო, ასე არ უნდა თქვა“, – განაცხადა კახაძემ.
ცნობისთვის: 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად გაავრცელა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა, შიმშილობს. სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ მან მზაობა გამოთქვა, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.


