Accentnews.ge
ხოშტარია: "თუ ევროპარლამენტარს სააკაშვილთან არ შეუშვებენ, ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალი იქნება"

ხოშტარია: "თუ ევროპარლამენტარს სააკაშვილთან არ შეუშვებენ, ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალი იქნება"

12/11/2021 12:30:11 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, თუ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვებენ, ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალი იქნება.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიის ასეთი დიდი დარტყმის და კრიზისის სიმწვავის დროს, ჩვენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა არის ტოტალიტარული, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმები. ის თავის დროზე თავად იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იცის, რა არის რადიკალური, მწვავე ბრძოლის ფორმები, იცის, რა არის პოლიტიკური დევნა, მან იცის, რა არის ბელარუსის და პუტინის რეჟიმი, იცის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მსგავსი ადამიანების აქტიური ჩართულობა ჩვენი დემოკრატიის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანია. [...] სააკაშვილის უფლებები წარმოუდგენლად ითელება. არ ვიცი, ამ დრომდე შეძლებს თუ არა ანა ფოთიგა მასთან შესვლას. თავისთავად მისი ვერ შესვლა იქნება კიდევ ერთი დიდი სკანდალი და დარტყმა. მნიშვნლოვანია, რომ ფოტიგაც და ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ, რომ მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკოსები ვიბრძვით და არ ვეგუებით. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენს ნაცვლად ააშენებს დემოკრატიას საქართველოში. [...] ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანდაცვის უფლება უნდა იყოს დაცული. სააკაშვილმა გადმოდგა ნაბიჯი და დაასახელა შიმშილობის შეწყვეტის პირობა და ახლა ჯერი "ქართულ ოცნებაზეა". მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. ჩემი შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ კონსტიტუციური სიცოცხლის უფლების დაკმაყოფილებას მესამე პრეზიდენტის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია მე-10 დღეა, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

11 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს.

ევროპარლამენტარმა ხოშტარია დღეს მოინახულა. იგი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S