Accentnews.ge
ხვალ პარლამენტთან აქცია დაანონსდა: "ვარყიოთ რეჟიმი მანამ, სანამ არ ჩამოვანგრევთ"

ხვალ პარლამენტთან აქცია დაანონსდა: "ვარყიოთ რეჟიმი მანამ, სანამ არ ჩამოვანგრევთ"

12/11/2021 17:20:39 პოლიტიკა

ხვალ თბილისში, პარლამენტთან აქცია დაანონსდა. როგორც ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, ამჟამად აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მან მოქალაქეებს მოუწოდა 17:00საათისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოხატონ.

მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

"მიმდინარე დღეებმა აჩვენა, რომ ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავისთვის მომაკვდინებელ შეცდომებს. სულ უფრო და უფრო ძლიერდება საერთაშორისო რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მისი ღირსებისა და ჯანმრთელობის აბუჩად აგდებამ საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმი მთელი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა ველურ და არაცივილიზებულ მმართველობად. [...] ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავაგრძელოთ არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი. ვარყიოთ რეჟიმი მანამ, სანამ არ ჩამოვანგრევთ", – მიმართა მელიამ მხარდამჭერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S