Accentnews.ge
"რამდენიმე დღე ეს აქციები შეიძლება, გააგრძელონ, მაგრამ ამით ბევრს ვერაფერს დააზიანებენ, უზრუნველვყოფთ დღის წესრიგის რადიკალურ ცვლილებას"

"რამდენიმე დღე ეს აქციები შეიძლება, გააგრძელონ, მაგრამ ამით ბევრს ვერაფერს დააზიანებენ, უზრუნველვყოფთ დღის წესრიგის რადიკალურ ცვლილებას"

12/11/2021 17:42:09 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "რადიკალურად უნდა შეიცვალოს ქვეყანაში დღის წესრიგი".

როგორც მან "იმედის" ეთერში განაცხადა, ოპოზიციის აქციები "შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე დღე, მაგრამ ამით ბევრს ვერაფერს დააზიანებენ":

"საზოგადოებას მობეზრდა ეს მუდმივი დაპირისპირება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. საზოგადოებას აინტერესებს ქვეყნის განვითარება და ჩვენ გვაქვს უამრავი გამოწვევა საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური საკითხების მიმართულებით. ყველა მიმართულებით გვჭირდება აქტიური მუშაობა, რათა წინ წავწიოთ ქვეყანა. ამაში უნდა იყოს ჩართული ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა და საზოგადოების წარმომადგენლები. ამას ვთავაზობთ საზოგადოებას - ერთად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მიმართულებით. ამის სანაცვლოდ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი გვთავაზობს, რომ დავრჩეთ ამ მომაბეზრებელ და ქვეყნის დამაზიანებელ დღის წესრიგში, რისი რესურსიც მათ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მათი განზრახვა სისრულეში მოყვანილი ვერ იქნება. რამდენიმე დღე ეს აქციები შეიძლება გააგრძელონ, მაგრამ ამით ბევრს ვერაფერს დააზიანებენ. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვლება".

მისი თქმით, "დესტრუქციულ დღის წესრიგს არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან მომავალი კვირიდან პარლამენტი განაგრძობს აქტიურ მუშაობას, მთავრობა კი ისედაც აქტიურად მუშაობს ქვეყნისთვის საინტერესო ყველა საკითხზე":

"ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქვეყნის განვითარებაზე, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ დღის წესრიგის რადიკალურ ცვლილებას ქვეყანაში. ხელისუფლების სტრუქტურები სათანადო რეჟიმში მუშაობენ. მთავრობის ფორმატში გაიმართა დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მომავალი კვირიდან აქტიურად ამუშავდება პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს ინსტიტუტები იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იქნება განსხვავებული დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობები, მაგრამ ამ კუთხით ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აბსოლუტურად უსუსურია. მომავალი კვირიდან პარლამენტი განაგრძობს აქტიურ მუშაობას, მთავრობა ისედაც აქტიურად მუშაობს ქვეყნისთვის საინტერესო ყველა საკითხზე. აქედან გამომდინარე, დესტრუქციულ დღის წესრიგს არავითარი პერსპექტივა არ აქვს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S