Accentnews.ge
ეკა ხერხეულიძე: "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია"

ეკა ხერხეულიძე: "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია"

12/11/2021 19:31:25 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია".

როგორც მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ექს–პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, ვიდრე მისი პირობა არ შესრულდება:

„ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც შედის და ნახულობს, იმდენად მკვეთრად არის გამოხატული სისუსტე, რომ ამისთვის თვალის არიდება არის უსინდისობა. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ დეტალზე, რაც აქამდე არ გაჟღერებულა. მასაც მიაჩნია და მეც ვთვლი, რომ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რაც საზოგადოებამ არ იცის და აუცილებელია საქმის კურსში ჩავაყენოთ. ის დათქმა არის ძალაში, არ წყვეტს შიმშილობას. არავის ძალა არ ჰყოფნის, დაარწმუნოს ვინმემ ამაში, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გააჟღერა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S