ტოომას ილვესი – საქართველოზე: "როცა „სტანის“ გზას აირჩევ, რატომ უნდა ხარჯოს ჩემმა ან სხვა ქვეყანამ ფული“
13/11/2021 13:42:20 პოლიტიკა
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყანა ცენტრალური აზიის დესპოტიზმების მიერ გაკვალულ გზას ადგას. ილვესი შეშფოთებულია "გირჩის" წევრების დაკავებით და საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ 11 ნოემბერს გავრცელებული ვიდეოებით, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში იძულების წესით შესახლებას ასახავს.
„ასეთი ინციდენტებით და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობის ამსახველი საშნელი ფილმით საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტიზმების მიერ გაკვალულ გზას ადგას. მათ არ ანაღვლებთ დასავლური ან ევროპული ნორმები, როგორც ჩანს, აღარც ქართული...“ - დაწერა ილვესმა „ტვიტერში“.
ამასთან ილვესი საქართველოში ევროკავშირის ყოფნის მიზანშეწონილობის თაობაზე ეჭვს გამოთქვამს:
„არ მგონია, ევროკავშირისთვის დიდად საჭირო იყოს ყოფნა ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს აზიური დესპოტიზმებს შორის ევროპულ გამონაკლისს წარმოადგენდა. მაგრამ როცა „სტანის“ გზას აირჩევ, რატომ უნდა ხარჯოს ჩემმა ან სხვა ქვეყანამ ფული საელჩოებზე“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილი მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანა. ხოლო 11 ნოემბერს გადაყვანის ამსახველი კადრები გაავრცელა. კადრები სააკაშვილის ციხის საავადმყოფოშ იძულებით შესახლების პროცესს არასრულად ასახავს.


