"ნაციონალურ მოძრაობას" 11 საჩივრიდან არც ერთი არ დაუკმაყოფილეს
13/11/2021 13:46:29 პოლიტიკა
პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს განსახილველად 11 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, არც ერთი არ დაკმაყოფილებულა.
როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები, მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
"ვფიქრობ, საჩივრებში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ცენტრალური კომისია ამავე სხდომაზე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აჯამებს.


