Accentnews.ge
კობახიძე - უგულავაზე, მელიაზე და რურუაზე: "დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში"

კობახიძე - უგულავაზე, მელიაზე და რურუაზე: "დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში"

13/11/2021 16:55:00 პოლიტიკა

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, თავის დროზე ციხიდან გათავისუფლებული ოპოზიციონერები გიგი უგულავა, ნიკანორ მელია და გიორგი რურუა დღეს "მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს".

ამის შესახებ კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილშია აღნიშნული.

ამაზე პასუხისგებლობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნაწილობრივ "უცხოელ ლობისტებსაც" აკისრებს.

"ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობაა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართულები არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია" - აცხადებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და "მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელ გამოხატულებად" აფასებს "მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის - გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლებას".

„ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ბუნებრივია, ყველა იმ პირსაც ეკისრება, რომელიც კრიმინალების განთავისუფლებას აქტიურად ითხოვდა“ - ნათქვამია კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S