Accentnews.ge
ოპოზიცია 14 ნოემბერს აქციების გაგრძელებას გეგმავს

ოპოზიცია 14 ნოემბერს აქციების გაგრძელებას გეგმავს

13/11/2021 17:47:07 პოლიტიკა

14 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით სხვადასხვა სახის საპროტესო აქციები კვლავ გაიმართება.

"ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას მივაღწიოთ. ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე გამართავს აქციას, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, არა მხოლოდ თბილისში, სხვადასხვა სახის საპროტესო აქციას ჩავატარებთ“,- განახადა ოპოზიციონერმა ნიკა მელიამ.

კონკრეტული მარშრუტი ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

"ძვირფასო მეგობრებო, ოპოზიცია არის საქართველოს თითოეული მოქალაქე, საზოგადოება შედგება თითოეული თქვენგანისგან და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს: ხელისუფლება და რეჟიმი, ოდნავ მაინც საღ აზრს შემორჩენილი რომ გვყავდეს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შერიგებისკენ ნაბიჯს, მაგრამ ეს არ ხდება და არ მოხდება! ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე. ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან" - განაცხადა ნიკა მელიამ.

მიმდინარე მოვლენების პასუხად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ "თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი", ხოლო "ვინც სააკაშვილის მხარდამჭერ პოზიციას აფიქსირებს, კრიმინალების მფარველია". მათ შორის იგულისხმებოდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც, რომელმაც ხელისუფლებისგან ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო, ასევე ყველა ის უცხოელი პარტნიორიც, რომელიც "ქართული ოცნების" პოზიციას არ იზიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S