Accentnews.ge
კრემლი შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის სამხედრო ყოფნას უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მეორედ გამოეხმაურა

კრემლი შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის სამხედრო ყოფნას უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მეორედ გამოეხმაურა

13/11/2021 17:56:08 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში აშშ-ისა და ნატოს მოქმედებებს „რუსეთისთვის სერიოზული გამოწვევა“ უწოდა.

„აშშ და მისი ნატო-ელი მოკავშირეები შავ ზღვაში დაუგეგმავ წვრთნას ატარებენ. მასში არა მხოლოდ მძლავრი საზღვაო ჯგუფი მონაწილეობს, არამედ ავიაციაც, მათ შორის - სტრატეგიულიც. ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის“ - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

კონკრეტულად რომელი წვრთნა იგულისხმა პუტინმა, გაურკვეველია, რადგან ნატო-მ უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში შავ ზღვაში არაერთი ფართომასტშაბიანი სწავლება ჩაატარა.

13 ნოემბრის ამ განცხადებით კრემლი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში უკვე მეორედ ეხმიანება შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის სამხედრო ყოფნას და ვაშინგტონს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ ერთი „სერიოზული შეცდომა“ არ დაუშვას. ვაშინგტონი შეეცადა, მოეპოვებინა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების გადაადგილების თაობაზე, რომლის მასშტაბები "უჩვეულოდ“ შეაფასა.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 12 ნოემბერს ეს შეშფოთება გაიზიარეს და განაცხადეს, რომ ამერიკელ და ბრიტანელ მოკავშირეებთან ერთად ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S