Accentnews.ge
EPP​: "უზრუნველყავით სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში"

EPP​: "უზრუნველყავით სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში"

14/11/2021 06:55:20 პოლიტიკა

"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში.

EPP–ს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერვე შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციებს:

„ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით ისევე, როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების და როგორც სასამართლოს წინაშე მყოფი პირის მხრივ. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში“, - აცხადებს EPP–ს საგარეო ურთიერთობათა სპიკერი მაიკლ გალერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S