Accentnews.ge
კორტნი – კობახიძის განცხადებაზე: "ქართველი ლიდერები მოელიან, რომ საქართველო სანდო მეგობარს დასავლეთის გარდა, სხვაგან სადმე იპოვის?"

კორტნი – კობახიძის განცხადებაზე: "ქართველი ლიდერები მოელიან, რომ საქართველო სანდო მეგობარს დასავლეთის გარდა, სხვაგან სადმე იპოვის?"

14/11/2021 07:19:38 პოლიტიკა

"ქართველი ლიდერები მოელიან, რომ საქართველო სანდო მეგობარს დასავლეთის გარდა, სხვაგან სადმე იპოვის?", –ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას.

"საქართველოს დასავლელი მეგობრები საგონებელში არიან ჩავარდნილი თუ რატომ მიჰყავთ ქართველ ლიდერებს ქვეყანა დასავლეთიდან შორს. ეს ლიდერები მოელიან, რომ საქართველო სანდო მეგობარს დასავლეთის გარდა, სხვაგან სადმე იპოვის?", – წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში და კობახიძის განცხადებას აქვეყნებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა აჩვენონ, რომ საქართველოს მეგობრები არიან და არა - ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის. მმართველი გუნდის ლიდერი "ფეისბუქში" პირად გვერდზე ვრცელ "პოსტს" აქვეყნებს, რომელშიც ამბობს: „საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები“.

შეგახსენებთ, რომ არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველჰყოს ციხეში მყოფი ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უფლების სათანადოდ დაცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S