მჩხიბავი და ჯადო – "გირჩი-მეტი თავისუფლების" ახალი პერფორმანსი
14/11/2021 10:12:22 პოლიტიკა
"გირჩი-მეტი თავისუფლება" შსს-ს შენობისთვის მჩხიბავს ჯადოს აკეთებინებს. პარტია ამ პერფორმანსით პოლიტიკოსების უკანონო დაკავებას აპროტესტებს.
"დღეს “გირჩი-მეტი თავისუფლება” მჩხიბავს გააკეთებინებს ჯადოს შსს-ზე.
ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს", - აცხადებენ პარტიაში.


