სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 10 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას იწყებს
14/11/2021 13:50:48 პოლიტიკა
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 10 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას იწყებს.
მათი მთავარი მოთხოვნა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
შიმშილობა გამოაცხადეს: აკაკი მინაშვილმა; დავით კირკიტაძემ; ლევან ბეჟაშვილიმა; თემურ ჯანაშიამ; ბაჩუკი ქარდავამ; ნიკა მაჭუტაძემ; აბდულა ისმაილოვმა, სულხან სიბაშვილმა; გიორგი გოდაბრელიძემ და გიორგი ბარამიძემ.


