Accentnews.ge
შიმშილობა გია ბარამიძემაც დაიწყო

შიმშილობა გია ბარამიძემაც დაიწყო

14/11/2021 18:28:41 პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანის მოთხოვნით შიმშილობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემაც დაიწყო.

"ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს.

უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას.

რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ", - წერს ბარამიძე.

მანამდე შიმშილობა დაიწყო ენმ-ს 9 დეპუტატმა: აკაკი მინაშვილმა, დავით კირკიტაძემ, ლევან ბეჟაშვილიმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, აბდულა ისმაილოვმა, სულხან სიბაშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S