ექიმთა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს
14/11/2021 18:34:14 პოლიტიკა
#18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესწავლათ, თუმცა ორ საათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ არასამუშაო დროს მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შეუშვებდნენ.
სააკაშვილის ადვოკატები ამ ფაქტს უკანონოსა და სამარცხვინოს უწოდებენ, რადგან მათი თქმით, კონსილიუმის წევრები არასამუშაო საათებში ადრე იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად.
კონსილიუმთან დღეს შესახვედრად მზად იყო მიხეილ სააკაშვილი. ის ასევე ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნასაც. კონსილიუმი ხვალაც შეეცდება ექსპრეზიდენტთან შესვლას.


