"ბრძოლის დროა და არა წუწუნის! 14:00 საათზე მეტროს სადგურ "ავლაბართან" გელოდებით"
15/11/2021 06:18:12 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მხოლოდ ხახლზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ახლა არა წუწუნის, არამედ ბრძოლის დროა და დღევანდელ აქციას შეუერთდნენ.
"რუსული გეგმა საქართველო არ ჩამოყალიბდეს დასავლური ტიპის სახელმწიფოდ და დავრჩეთ საბჭოთა/რუსეთის ყაიდის სახელმწიფოდ - ბოლომდეა ამოქმედებული! მხოლოდ ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული ევროპული მომავალი! გელოდებით 14:00 ავლაბრის მეტროსთან! ბრძოლის დროა და არა წუწუნის! ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ოპოზიცია მეტროს სადგურ "ავლაბართან" 14:00 საათზე შეიკრიბება და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავს. როგორც ენმ–ში აცხადებენ, მოძრაობა ჩაკეტილი ზუსტად 2 საათით, 3-დან 5-საათამდე იქნება.
აქციის მონაწილეეების მთავარი მოთხოვნა, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.


