საქსტატი: "საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.8%-ით შემცირდა"
15/11/2021 07:40:58 პოლიტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით, 6.8%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წელთან შედარებით, უარყოფითი არ ყოფილა, არამედ ზრდა 2.9% დან - 7.4% მდე მერყეობდა.
მშპ-ს კლება წინა წელთან შედარებით, 2020 წელს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. მკვეთრი ცვლილება - 6.8% -იანი კლება, დატანილია საქატატის შემოთავაზებულ გრაფიკზეც:
საქსტატის მონაცემების თანახმად, რეალური მშპ-ს კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა:
- სასტუმროები და რესტორნებმა - 44.9 %
- ტრანსპორტმა და დასაწყობებამ - 23.0 %
- დამამუშავებელმა მრეწველობამ - 7.1%
გარდა ამისა, საქტატის მონაცემების თანახმად, 2020 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი წლის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის ფასების ცვლილების საზომია.
მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის შეფასების მნიშნველოვანი ინდიკატორია.
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციის და მომსახურეობის საერთო ღირებულებაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს.


