Accentnews.ge
"ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაიწყო, გადასხმებს დავთანხმდი"

"ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაიწყო, გადასხმებს დავთანხმდი"

15/11/2021 08:09:42 პოლიტიკა

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 3 ნოემბრიდან შიმშილობს, აცხადებს, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაეწყო, რის გამოც გადასხმებს დათანხმდა.

მისი თქმით, ექიმმა მას ჰოსპიტალიზაცია შესთავაზა, რაზეც უარს ამბობს. მისივე თქმით, შიმშილობას არ წყვეტს.

"გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ. აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!", - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S