Accentnews.ge
"ლელო": "დღეს ჩვენ ყველა მედიკოსები ვართ, გვაქვს გამოწვევა გადარჩეს ადამიანი, თუ მოკვდეს"

"ლელო": "დღეს ჩვენ ყველა მედიკოსები ვართ, გვაქვს გამოწვევა გადარჩეს ადამიანი, თუ მოკვდეს"

15/11/2021 09:24:26 პოლიტიკა

"დღეს ჩვენ ყველა მედიკოსები ვართ" - ამ ლოზუნგით პარტია "ლელომ" სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ახლა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთიანდება.

"დღეს საქართველო დგას ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენ გვაქვს გამოწვევა გადარჩეს ადამიანი, თუ მოკვდეს. მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა იყოს გადაყვანილი ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიიღებს შესაბამის მკურნალობას და მონიტორინგს, არ უნდა იმყოფებოდეს იმ გაუგებრობაში, რომელსაც რატომღაც ციხის საავადმყოფოს ეძახიან და რეალურად ამბულატორიის დონის დაწესებულებაც კი არ არის", -განაცხადა პარტიის წევრმა ვატო სურგულაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის სიკვდილში ყველა თანამონაწილე იქნება, ვინც დღევანდელ სიტუაციას უყურებს ლოგიკით "რა მოუვა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S