Accentnews.ge
"ვინც წლების განმავლობაში ითხოვდით სააკაშვილის სასამართლოზე წარდგენას, სად გაქრით?"

"ვინც წლების განმავლობაში ითხოვდით სააკაშვილის სასამართლოზე წარდგენას, სად გაქრით?"

15/11/2021 09:52:00 პოლიტიკა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იმ პირებს მიმართავს, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წამდგარიყო.

"მაინტერესებს, ისინი, ვინც წლების განმავლობაში ითხოვდით სააკაშვილის სასამართლოზე წარდგენას და თვალებში უნდა ჩაგეხედათ, სად გაქრით?! შეუერთდით ოპოზიციის მოთხოვნას და ერიც გამთლიანდება",– წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სააკაშვილს კვლავ არ მიეცა საკუთარ სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალება.

უწყების ცნობით, "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული". ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, "ამ ეტაპზე მსჯავრდებულ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის".

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S