„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე საქართველოში არსებული ვითარება ყურადღების მიღმა ვერ დარჩება"
15/11/2021 10:17:02 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე საქართველოში არსებული ვითარება ყურადღების მიღმა ვერ დარჩება".
“საქართველოში არსებული ვითარება შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მთავრობის რეაქცია მისთვის დახმარების აღმოჩენის მიმართულებით იქნება დებატების საგანი”, – განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


