Accentnews.ge
შიმშილობა რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს

შიმშილობა რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს

15/11/2021 12:12:30 პოლიტიკა

რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან" შიმშილობა დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

დეპუტატები ფრაქციის ოთახში არიან მობილიზებულნი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ათმა პარლამენტარმა. მანამდე შიმშილობის აქცია დაიწყო დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ. ის მე-13 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S