ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი შიმშილობას იწყებს
15/11/2021 13:15:20 პოლიტიკა
ზუგდიდი საკრებულოს შენობაში, საკრებულოს ხუთმა წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას მაია კალანდია, დაკო არქანია, მალხაზ ჯალაღონია, ირაკლი სორდია და ხათუნა შამუგია შუერთდნენ.
მათი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


