Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა დასრულდა

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა დასრულდა

15/11/2021 13:23:10 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა დასრულდა.

აქციის მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა იყო.

ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება.

„ამ რეჟიმს დღეს უნდოდა სისხლისღვრა, მაგრამ ვერ მიიღეს. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება პროვოკაციული. ერთის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სახელმწიფო ევროპული განვითარების გზაზე. ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ. რეჟიმი, რომელიც მხოლოდ "რობოკოპებზე" და სპეცრაზმზე დგას, მალე ჩამოიშლება. რეჟიმი ძალიან მალე დამარცხდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, დღის ბოლოს იგი საზოგადოებას ხვალინდელ გეგმას გააცნობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S