Accentnews.ge
"ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მთხოვა, სააკაშვილის გადაყვანაზე მეშუამდგომლა, თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც, შემდეგ თქვეს, გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო"

"ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მთხოვა, სააკაშვილის გადაყვანაზე მეშუამდგომლა, თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც, შემდეგ თქვეს, გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო"

15/11/2021 12:38:02 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტრაგედიაა, როდესაც ფაქტებით მანიპულირება ხდება.

"რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა მთხოვა, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა სააკაშვილის გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა. ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ცდილობენ ამავე საკითხებით მანიპულირებას და წინსწრებით, გარკვეული სპეკულაციებით მდგომარეობის უფრო დაძაბვას", – აცხადებს კუჭავა.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სააკაშვილი, მისი ექიმები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები, ასევე უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ექს–პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S