Accentnews.ge
"3 დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან"- სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

"3 დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან"- სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

15/11/2021 16:10:32 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად გლდანის #18 საწესებულებაში იმყოფება მორიგ მიმართვას ავრცელებს.

„ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით.

სამი დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით „საქართველო, საქართველო“ გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა. დიდება თავისუფლებას!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S