Accentnews.ge
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრას მოითხოვს

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრას მოითხოვს

15/11/2021 16:17:01 პოლიტიკა

გლდანში, მე-18 დაწესებულებაში მოინახულეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა.

როგორც სააკაშვილის ინტერესების დამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, დღეს, 15 ნოემბერს, რამდენჯერმე იყვნენ სააკაშვილთან შესულები, იმის გამო, რომ ვერ ახერხებდა წამოდგომას.

როგორც ადვოკატმა თქვა, დღესაც არ ყოფილა ექიმთა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილი კი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას და პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის შთაბეჭდილების ქვეშ, 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით და ეს ეხება როგორც აქციის მშვიდობიან ფორმას, ასევე – ეფექტიანობას.

იხილეთ ასევე: "3 დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან"- სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S