Accentnews.ge
დეკანოიძე კუჭავას იმ დეპუტატების დასახელებას სთხოვს, რომლებიც სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე იყვნენ თანახმა

დეკანოიძე კუჭავას იმ დეპუტატების დასახელებას სთხოვს, რომლებიც სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე იყვნენ თანახმა

15/11/2021 16:48:46 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას პირველივე შესაძლებლობისთანავე ჰკითხავს, ვინ იყვნენ ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე იყო თანახმა.

ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველთან" საუბარში გაიხსენა კახა კუჭავასთან რამდენიმე დღის წინ შემდგარი შეხვედრა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინა ბოკუჩავაც ესწრებოდა.

მისი თქმით, მიზანი იყო, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ეცნობებინათ პარტიის პოზიცია, რომ მიხეილ საააკშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში საავადმყოფოს სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ გაიმართებოდა.

„თქვას ბატონმა პარლამნეტის თავმჯდომარემ ვინ ოპოზიციონერი წევრები იყვნენ. იმიტომ, რომ მე ერთადერთი შეხვედრა რაც მახსენდება მასთან, ეს იყო სულ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტები აქ იყვნენ, აქ დამალული არაფერი არ ყოფილა, მე და თინა [ბოკუჩავა ] ვიყავით და ჩვენ გადავეცით განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ჩავატარებდით სამოქალაქო კლინიკასთან არავითარ აქციას და ეს განცხადება ჩვენ გავავრცელეთ წინა ღამით და ოფიციალურად გადავეცით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩვენ ვიღებდით პასუხისმგებლობას, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყანის შემდგომ არავითარი აქცია არ იქნებოდა. გორის კლინიკა არც ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთავაზებული არასდროს, პირიქით ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გორის კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ძალიან ბევრი პროვოკაცია შეიძლება იყოს, მათ შორის საგარეო ფატქორებიდან, ამიტომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ დღემდე, მიშას გადაყვანას ცივილურ, სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში, სადაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია არსებობდეს შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პირობები“,- განაცხადა ხატია დეკანოძემ

15 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის საკითხზე ისაუბრა. გარდა ამისა, ის შეეხო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ „როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ“, - თქვა კახა კუჭავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S