"შეკრება სამ ადგილზე დაიწყება" – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 ნოემბრის გეგმა წარადგინა
15/11/2021 17:27:06 პოლიტიკა
ხვალ, 16 ნოემბერს აქცია–მსვლელობა ავტოკოლონებით გაიმართება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, შეკრება 14:00 საათზე სამ ლოკაციაზე დაიწყება: რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან და ენმ–ის ცენტრალურ ოფისთან.
„შევიკრიბებით, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე“,– განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ბრძოლა გაგრძელდება „რუსული რეჟიმის ჩამოინგრევამდე“.


