Accentnews.ge
"არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და იქ არის, სადაც უნდა იყოს, მაგრამ როგორც "ოცნება" მოიქცა, ეს იყო უღირსობა"

"არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და იქ არის, სადაც უნდა იყოს, მაგრამ როგორც "ოცნება" მოიქცა, ეს იყო უღირსობა"

16/11/2021 07:58:41 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ "ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ როგორც "ოცნება" მოიქცა, ეს იყო უღირსობა".

"ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დიდი უპირატესობა ჰქონდა, ციხეში ადამიანებს ადამიანურად ექცეოდნენ და არა უღირსად. „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ კადრების გავრცელება უღირსობა იყო და ეს უპირატესობა დაკარგეს, რაც ცუდია, რადგან ვინც არ უნდა იყოს, მას არ უნდა მოექცე უღირსად. სიმდაბლეა, როცა ადამიანს თავის საქციელს ასე უბრუნებ. სახელმწიფოსთვის სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არაჟნის ყუთებით შემოიპარა არეულობის მოწყობის მიზნით. რატომ შიმშილობს? – ციხიდან გამოშვებას ყველა პატიმარი მოითხოვს და შიმშილობას დაიწყებს. ყველამ იშიმშილოს და გამოვიდეს? მისი მოთხოვნა კერძო კლინიკაში გადაყვანაზე გაუგებარია. ამბობს, მკლავენ ციხეშიო და ჭამოს. არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია და იქ არის, სადაც უნდა იყოს, მაგრამ როგორც მოიქცნენ, ეს იყო უღირსობა“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ალეკო ელისაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S