Accentnews.ge
გამყრელიძე: "დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა"

გამყრელიძე: "დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა"

16/11/2021 09:35:41 პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

გამყრელიძის თქმით, ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.

"მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცლთან თამაშია, ის პერიოდია. ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია", - თქვა გამყრელიძემ.

სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს. ის ამბობს, რომ თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S