Accentnews.ge
"ოპოზიციამ სულ თავქუდმოგლეჯილი რომ ირბინოს აღმა-დაღმა, მაინც ვერ გამოჩნდებიან იმდენი, თავიანთ ბელადს გული გაუხარონ"

"ოპოზიციამ სულ თავქუდმოგლეჯილი რომ ირბინოს აღმა-დაღმა, მაინც ვერ გამოჩნდებიან იმდენი, თავიანთ ბელადს გული გაუხარონ"

16/11/2021 10:18:20 პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი "რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებს, შეასრულოს ამომრჩევლის დაკვეთა, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას".

"რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეასრულოს იმ ამომრჩევლის დაკვეთა, ვინც ხმა მისცა, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას, უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და შეეშვას დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას. ხოლო თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, საკუთარი მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა და ამ შემთხვევაში, ქუჩაში სიარული კი არა, სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ აღმა-დაღმა, მაინც ვერ გამოჩნდებიან იმდენი, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ და გაამხნებონ", – განაცხადა სუბარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S