Accentnews.ge
"ვიდრე არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები, პარლამენტის სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ვხედავ"

"ვიდრე არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები, პარლამენტის სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ვხედავ"

16/11/2021 10:35:15 პოლიტიკა

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ვიდრე არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები, პარლამენტის სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ხედავს. თუმცა, მისი თქმით, საპარლამენტო ტრიბუნას მაინც გამოიყენებს.

ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა:

"დღეს ჩვენ ამ დარბაზში უნდა ვმსჯელობდეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, თუმცა სამარცხვინოდ ვერ გასცდა ჩვენი დღის წესრიგი ელემენტარული უფლებების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, ვიდრე არ დადგება დრო ქვეყანაში ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების რეალიზებისა, ვთვლი, რომ ამ დარბაზში ყოფნას აზრი არა აქვს. იმასაც დავამატებ, რომ აუცილებლად გამოვიყენებ ამ ტრიბუნას".

ტარიელ ნაკაიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, გადაიყვანონ ექს–პრეზედიენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში:

„მოგიწოდებთ ხელისუფლებას, დროულად გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე, სამწუხაროდ, არ შემოგაკვდეთ ადამიანი. ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები - ეს იქნება შანსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გადარჩენის და ამავე დროს თქვენი პოლიტიკური გადარჩენისაც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S