Accentnews.ge
მმართველი პარტიის წევრმა დეპუტატებმა "ელენე ხოშტარია მოინახულეს

მმართველი პარტიის წევრმა დეპუტატებმა "ელენე ხოშტარია მოინახულეს

16/11/2021 11:37:18 პოლიტიკა

დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ სარჯველაძემ და დავით სერგეენკომ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულეს, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მე-15 დღეა, შიმშილობს.

„რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა, ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა ქალბატონი ელენე, დამატებით საფიქრალი არ მიგვეცა კიდევ მისთვის. რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა, ადამიანური დამოკიდებულებით, ჩემი, როგორც ექიმისთვის საყურადღებოა ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება კიდევ ერთხელ მოვინახულოთ. ვიტოვებთ იმედს, რომ საბოლოოდ ეს პროცესი დასრულდება და რადგან ქვეყნის სტაბილურობა არის ყველაზე მთავარი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მანამდე ხოშტარია მმაღთველი პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა – პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მოინახულა.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S