Accentnews.ge
პარლამენტმა მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

16/11/2021 12:37:17 პოლიტიკა

დეპუტატებს მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ.

პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში 79 ხმით მიიღეს. მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ასევე 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის ორმა წევრმა მისცა ხმა.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე წერილობითი განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწერეს.

ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში პარტია „გირჩის“ საარჩევნო სიაში წარდგენილი ჰერმან საბო შეცლის. რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ შემთხვევაში „ლელო“ საპარლამენტო მანდატს საერთოდ კარგავს, რადგან პარტიის საარჩევნო სია სრულად ანულირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S