Accentnews.ge
"რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დავადასტურებთ"

"რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დავადასტურებთ"

16/11/2021 13:01:51 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც რიგაში გაიმართება, საქართველოსა და უკრაინის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დადასტურდება.

მისი თქმით, ნატო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსა და უკრაინასთან.

"შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია ნატო-ს მოკავშირეებისთვისაც. თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ. ჩვენ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ალიანსისთვის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც ნატო-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რომლის ქვეყნებთან თანამშრომლობა ნატო-სთვის მაღალი ღირებულებისაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S