Accentnews.ge
19 ნოემბერს თბილისში სამი ლოკაციიდან მსვლელობა დაანონსდა

19 ნოემბერს თბილისში სამი ლოკაციიდან მსვლელობა დაანონსდა

17/11/2021 08:31:19 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" თბილისში პარასკევს 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობას გამართავს.

როგორც ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განმარტა, ისინი შეიკრიბებიან მეტროს სადგურებთან - "ავლაბარი", "სადგურის მოედანი" და "უნივერსიტეტი".

"პარასკევს 15:00 საათზე თბილისში 3 განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია გაიმართება. გელოდებით შემდეგ ადგილებზე: მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი; მეტრო ვაგზლის მოედანზე: მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია "ლელო" და მესამე ლოკაცია: მეტრო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში, სადაც მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა", - თქვა მელიამ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, მსვლელობას შეუერთდნენ.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S