Accentnews.ge
"თუ ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის, უნდა იზრუნონ სააკაშვილის გადაყვანაზე"

"თუ ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის, უნდა იზრუნონ სააკაშვილის გადაყვანაზე"

17/11/2021 09:17:12 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ შესაბამისი პირობები არაა, სახელმწიფომ მის გადაყვანაზე უნდა იზრუნოს.

"მე ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე. თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას. მე არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა, შიმშილობს. ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა იგი ციხეში გუშინ მოინახულა, ისინი წერილობით დასკვნას დღეს გაასაჯაროებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S