Accentnews.ge
"ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად მიკერძოებულია"

"ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად მიკერძოებულია"

17/11/2021 10:47:08 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან.

"თქვენ იცით ზოგადად როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ, ეს იცით, ეს ერთი და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან, ძალიან ნათლად იკვეთება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში მოიწვია სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:

  • გიორგი გრიგოლია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
  • გრიგოლი ხურციძე, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
  • გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგი;
  • გიორგი პაპიაშვილი, კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
  • მამუკა მაჩაიძე, ინფექციონისტი, თერაპევტი;
  • თენგო წულაძე, ნევროლოგი;
  • ნინო ზავრაშვილი, ენდოკრინოლოგი.

ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი, ომბუდსმენის ცნობით, ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.

გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ "მე-18 პენიტენციური დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა იქ სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S