Accentnews.ge
"სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ვხედავთ"

"სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ვხედავთ"

17/11/2021 10:59:20 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს.

"სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ვხედავთ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რა რისკებია, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ, მე მგონია ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას. მხოლოდ იმიტომ, რომ ახირებული მოთხოვნაა, ამას ვერ დავუშვებთ. ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შეასრულოს, შეწყვეტს ის შიმშილობას და შეწყვეტს ელენე ხოშტარიაც. მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოსთან არის ღირებულებით კონფლიქტში და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S