კობახიძე – ხოშტარიაზე: "მეგობრული საუბარი გვქონდა"
17/11/2021 10:39:38 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად 3 ნოემბრიდან მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეხვდა.
"ჩვენი თხოვნაა, [ელენე ხოშტარიამ] შეწყვიტოს შიმშილობა. გვქონდა მეგობრული საუბარი. სხვადასხვა ვარიანტებზე გვქონდა საუბარი", - განაცხადა კობახიძემ შეხვედრის შემდეგ.
"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.


