მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის
17/11/2021 11:44:06 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს მადლობას უხდის.
შესაბამისი განცხადება საზოგადოებას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გააცნო:
"ჩვენ მადლიერებას გამოვახტავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებზე უფრო მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი პოზიცია, მათ შორის – ბატონ გამყრელიძეს და სერგეენკოს, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე. ეს არის პრეზიდენტის პოზიცია".
"გაფართოებულმა კონსილიუმმა დადოს დასკვნა, შემდეგ კი კეთილი ვინებოთ და ეს დასკვნა აღვასრულოთ" - ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ გუშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" წევრ დეპუტატ დავით სერგეენკოს, მან დღეს შემდეგი განაცხადა: "თუ ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის, უნდა იზრუნონ სააკაშვილის გადაყვანაზე".


