Accentnews.ge
ხოშტარია - "ოცნებაზე": "შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი"

ხოშტარია - "ოცნებაზე": "შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი"

17/11/2021 13:22:22 პოლიტიკა

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მასთან მოსანახულებლად მისულ "ქართული ოცნების" ლიდერებს "ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ვერსიები" შესთავაზა.

"შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა ვინმეს მოგება, ან წაგება და კუნთების თამაში. ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, პირველ რიგში, "ქართული ოცნებისთვის", ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა. ძალიან დეტალურად ვესაუბრე "ოცნების" წარმომადგენლებს და ავუხსენი, რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რა არის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არაა სიჯიუტე, ესაა ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, "ქართულმა ოცნებამ" არ ჩათვალოს, რომ ესაა ან პოლიტიკური თამაში, ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, ყველაფერს ვიზამთ, ქვეყანა ჩიხში რომ არ გადავარდეს. მე ის ვერსიები, რაც შეიძლება, იყოს გამოსავალი შევთავაზე და, რა თქმა უნდა, მათ არცთუ ისე ბევრი დრო აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, 3 ნოემბრიდან მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ ხოშტარიასთან სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S