Accentnews.ge
"მივესალმები სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენმა შექმნა"

"მივესალმები სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენმა შექმნა"

17/11/2021 13:26:58 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ "მიესალმება სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენმა შექმნა.

"მივესალმები სამედიცინო ექსპერტთა დამატებით ჯგუფს, რომელიც საქართველოს ომბუდსმენმა და მისმა გუნდმა შექმნეს, რათა ობიექტურად იქნას შეფასებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივესალმებით ამ ფაქტს, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველობის თაობაზე მისი [სახალხო დამცველის] მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატის შესრულების ნაწილს", – წერს ჰარცელი სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში მოიწვია სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:

  • გიორგი გრიგოლია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
  • გრიგოლი ხურციძე, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
  • გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგი;
  • გიორგი პაპიაშვილი, კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
  • მამუკა მაჩაიძე, ინფექციონისტი, თერაპევტი;
  • თენგო წულაძე, ნევროლოგი;
  • ნინო ზავრაშვილი, ენდოკრინოლოგი.

ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი, ომბუდსმენის ცნობით, ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.

გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ "მე-18 პენიტენციური დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა იქ სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S