"სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმის გაგრძლების"
17/11/2021 14:23:19 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილ კონსილიუმს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა.
"ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების. თუმცა აღსანიშვანია, რომ სახალხო დამცველის ინიციატივა, ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოაგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებას მღელვარებას", – განაცხადა პრეზიდენტმა.


