ალასანია – პრეზიდენტის განცხადებაზე: "იმედი გამიჩინა"
17/11/2021 14:58:39 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ იმედი მიეცა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.
"ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა იყოს პროცესი საჯარო, გამჭვირვალე. ლაპარაკი იყო მთლიანად იმაზე, რომ ფოკუსი უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობა. რაც მოვისმინე მომეჩვენა, რომ იყო პოზიტიური", - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 48-ე დღეა შიმშილობს.


