"საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში პრეზიდენტის და საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს"
17/11/2021 16:03:55 პოლიტიკა
საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში არც პრეზიდენტისა და არც საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემების გადაწყვეტა ქართული საზოგადოების პოლიტიკაში მეტად ჩართულობას, პოლიტიკური ლიდერების თანმიმდევრულობასა და მოლოდინების სწორ მართვას შეუძლია.
„ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმედი, არც საპატრიარქოს იმედი ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ჩვენ ერთადერთი რამე მიგვიყვანს ამოცანის შესრულებამდე, ეს არის ქართული საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური ლიდერებისგან თანმიმდევრულობა და მოლოდინების სწორი მართვა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


