Accentnews.ge
"არ ელოდა, გაოგნებული იყო" – კიკაბიძე ზელენსკისთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

"არ ელოდა, გაოგნებული იყო" – კიკაბიძე ზელენსკისთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

17/11/2021 18:30:18 პოლიტიკა

მომღერალმა, ენმ–დან პარლამენტის დეპუტატმა ვახტანგ კიკაბიძემ „ფორმულას“ ეთერში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც კიკაბიძე იხსენებს, ზელენსკი გაოგნებული დარჩა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში იძულების წესით გადაყვანის ამსახველი კადრებით, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

„ეგეც [პენიტენციურის ვიდეომასალა – რედ.] ვაჩვენეთ ზელენსკის, რომ მიათრევენ [სააკაშვილს – რედ]. გაოგნებული იყო. მე მგონი, არ ელოდა, რომ ასე სერიოზულად იყო... არავინ იცოდა, რომ მოდიოდა [სააკაშვილი საქართველოში – რედ.], და მე მგონი, ამასაც [ზელენსკის – რედ.]ეწყინა: მითხრა, „არ მითხრა, ისე წავიდა, რომ ეთქვაო“. ვუთხარი „ალბათ არ გაუშვებდი–მეთქი“ და გაეღიმა. [...] რა გინებაც მოისმინა ზელენსკიმ, რა წივილ–კივილი და ბღავილიც იყო, ეს კაცი [ზელენსკი] არ ელოდა ამას“,– განაცხადა კიკაბიძემ და დასძინა, რომ „თუ ცოტაც გაძლო მიშამ, ყველაფერი კარგად დამთავრდება“.

მიხეილ სააკაშვილი 48–ე დღეა, შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S