Accentnews.ge
„არ შეიძლება, მისი შიმშილობის რეჟიმში ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა“ – ხუნდაძე სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს

„არ შეიძლება, მისი შიმშილობის რეჟიმში ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა“ – ხუნდაძე სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს

18/11/2021 15:27:34 პოლიტიკა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ გეგმავს, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში მონახულეს.

„ვაპირებთ შესვლას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჯობია თუ არა სააკაშვილის მაღალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ხუნდაძემ უპასუხა:

„რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, გადავიყვანოთ თუ ადგილზე მოვემსახუროთ, ამიტომ უნდა შევიდეთ და არა იმიტომ, რომ მე მენატრება იმ სივრცის მონახულება“.პარლამენტარი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილის „ჯანრმთელობის გარანტი არის ის ბრიგადა, რომელიც ადგილზე მუშაობს“.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძემ მოუწოდა სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა:

„არ შეიძლება, მისი შიმშილობის რეჟიმში ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა“.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის“, — ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და ის საკაცით აიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S